გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კადეტებმა ბოლო საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში ჩაატარეს

10-06-2021

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება.
მარნეულის მე-6 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ლიცეუმის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. სასწავლო კურსის უფროსმა, მაიორმა მამუკა ოდიკაძემ, კადეტებმა დავით ჭანკოტაძემ და მარიამ ღიბრაძემ მეცხრე კლასის მოსწავლეებს პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოსწავლეთა მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, ლიცეუმში არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ პროცესს შეეხო.

აღსანიშნავია, რომ 10 ივნისს კადეტთა ლიცეუმში ღია კარის დღე ტარდება, სადაც მისული მოსწავლეები და მათი მშობლები, ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ პირობებსა და საგანმანათლებლო ობიექტებს გაეცნობიან. ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დაიწყება. მიიღებიან მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე წელს დაასრულებენ საბაზო საფეხურის მეცხრე კლასს. მოსწავლეებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდები ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. საბოლოოდ კადეტის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდების წარმატებით ჩაბარებასთან ერთად, აუცილებელია სამედიცინო შემოწმების გავლა სამხედრო ჰოსპიტალში.