გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება შედგა სწორედ დიალოგის გზით და მხარეებმა ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჯერეს

10-06-2021

„მინდა გამოვეხმაურო სასიხარულო ინფორმაციას - რამდენიმე საათის წინ შუქრუთელმა მოშიმშილეებმა, რომლებიც 110 დღის განმავლობაში პროტესტს გამოთქვამდნენ, შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. ისინი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯემენტთან შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ სენსიტიურ საკითხზე შეთანხმება შედგა სწორედ დიალოგის გზით და მხარეებმა ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან შეაჯერეს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


„ყველა ჩვენთაგანის საერთო ინტერესია, რომ დაცული იქნას შეთანხმების ყველა პირობა, რადგან ამაზეა დამოკიდებული, როგორც ჩვენი შუქრუთელი თანამოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრებასთან, ასევე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი საწარმოს შემდგომი საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები," - განაცხადა მინისტრმა.