გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

13-06-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, დასავლეთის რეგიონული სამმართველო 2 კვირის განმავლობაში, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, თითოეულ თანამშრომელს PCR ტესტი ჩაუტარდება, ხოლო ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

მოქალაქეები წერილის/საჩივრის გაგზავნას, ანგარიშების წარდგენას, საჯარო ინფორმაციის მიღებას და სხვა სერვისების გამოყენებას ელექტრონული ფოსტის - info@des.gov.ge მეშვეობით შეძლებენ.