გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2021    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნატოს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად წამყვან სპიკერად არის დასახელებული

14-06-2021

14-18 ივნისს მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, გაიმართება ბრიუსელის ფორუმი.

ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ღონისძიების დღის წესრიგი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერბთან ერთად, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ და კრუსთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან.


ღონისძიებაში, რომელიც თემატური პანელებისგან შედგება, საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა პანელზე, სახელწოდებით "Investing in Resilience", რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება ნატოს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომაში ინვესტირების მნიშვნელობაზე.


გამომსვლელებს შორის ასევე იქნებიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯერარდ კონოლი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ანნა ვიესლანდერი.