გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დეპუტატები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ

15-06-2021

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ.

კანონმდებლებს ბიუროს დირექტორმა, ლევან გიორგობიანმა უმასპინძლა და ბიუროს სტრუქტურის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოტენციური კიბერშეტევების პრევენციასა და მათი განეიტრალების პროცესს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიას და მიმდინარე პროცესებს, ასევე კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობის საკითხებს. პარლამენტარებმა ასევე, მოისმინეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამომავლო გეგმები და გამოწვევები.

ლევან გიორგობიანმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოებაში წარმატების მისაღწევად საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ბიურო ჩართულია არაერთ საერთაშორისო აქტივობაში, მათ შორის, ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით.

შეხვედრის ბოლოს ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ თავდაცვის სამინისტროს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცულობა ეფექტიანად ხორციელდება.