გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეუთოს გენმდივანმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაწეული ფასილიტაციისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა

15-06-2021

ეუთოს გენერალურმა მდივანმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაწეული ფასილიტაციისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა.

განცხადება ამის შესახებ ჰელგა მარია შმიდმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეტა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მიზანი მიღწეულ იქნა ბევრი აქტორის ეფეტური თანამშრომლობის შედეგად.

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმ ფასიტილაციისთვის რაც მან გასწია მის მეზობლებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენის კუთხით. ეს იყო სხვადასხვა აქტორებს შორის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის მაგალითი, მათ შორის ევროკავშირსა და შვედეთის ხელმძღვანელობით ეუთოს მონაწილეობით. ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური თანამშრომლობის შესახებ, სადაც ეუთო დარჩება ძალიან აქტიურად ჩართული"- განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.