გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა გრძელდება

16-06-2021

წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად აგრძელებს.

დასრულების ფაზაშია ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სვანებისა და ფრანგების უბნის სტაბილური წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები.

დღეის მდგომარეობით, ადგილობრივები წყალს ეზოში არსებული ჭების მეშვეობით იღებენ. სოფელში, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა წლებია არ არსებობს. ზაფხულის პერიოდში, ჭაში არსებული წყლის დებიტი იკლებს, შესაბამისად, მოსახლეობას წყალმომარაგების კუთხით პრობლემები ექმნება.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყლის სათავე ნაგებობა, ორი ჭაბურღილი და საქლორატორო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 700-მდე ადგილობრივი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.