გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბათუმის გეზში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა

18-06-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ბათუმი", კანონდარღვევის 2 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, სხვადასხვა კომპანიების მიერ, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებს, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრათ.

საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად, საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატების არასწორად გამოყენებით, შემცირებული იქნა გადასახადი, საერთო ჯამში - 25 703.94 ლარის ოდენობით. საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ერთ-ერთ კომპანიას სანქციის სახით, ჯარიმა - 13 498.02 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო მეორე კომპანია 12 205.92 ლარით დაჯარიმდა.