გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბორჯომის საკრებულოს ახალ თავჯდომარეს დღეს აირჩევენ

2-04-2018

ბორჯომის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომელზეც ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ინფრომაციას 1tv-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გოგიჩაიშვილია.

კენჭისყრა ფარული იქნება და თავმჯდომარის ასარჩევად 15 დეპუტატის ხმაა საჭირო. თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, საკრებულოს წევრები კიდევ ორ საკითხს, მერიის თანამშრომლების ხელფასებისა და ფრაქციების დარეგისტრირებას განიხილავენ.

28 მარტს საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო, დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15-მა დეპუტატმა თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნის მიზნით, ხელმოწერები საკრებულოს 21 მარტს წარუდგინეს. 15 ხელმომწერიდან 13 "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, 2 კი "პატრიოტთა ალიანსის". 

ბორჯომში დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.

ბორჯომის საკრებულომ გასულ კვირას მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე, შესაბამისად, არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა.

imedinews.ge