გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას

18-06-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „Twitter"-ში ეხმაურება.

"ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან. ჩვენ ვაფასებთ მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას საქართველოს საჭიროებებზე და აქტიურ ჩართულობას პანდემიის პერიოდში. განვიხილეთ ჩვენი ეფექტიანი თანამშრომლობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ასევე საქართველოში რეფორმების პროცესი და ჩვენი მიზნები პანდემიის შემდგომ პერიოდში"-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.