გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მონაკოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

21-06-2021

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, მონაკოში, სასტუმროში „Le Meridian” ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

ხუთი ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები სომელიეებმა განსხვავებულ კერძებთან ერთად დააგემოვნეს და შეაფასეს.

ღონისძიებას 95 მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, დარგის ექსპერტები, სომელიეები, პოტენციური იმპორტიორები და საერთაშორისო ასოციაციის „Epicure Club Monaco” წარმომადგენლები.

დეგუსტაცია-სემინარი საერთაშორისო ასოციაციის „Epicure Club Monaco” და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ქართული ღვინის იმპორტიორი კომპანიის „LE PONT CAUCASIEN“ ორგანიზებით განხორციელდა.