გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შეცვლილ გუბერნატორებს რეგიონები არ დაუტოვებიათ

2-04-2018

სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის შეცვლილ გუბერნატორებს აკაკი მაჭუტაძეს და კახა სამხარაძეს კაბინეტები ამ დრომე არ დაუტოვებიათ.


როგორც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, დღეს, 2 აპრილს აკაკი მაჭუტაძე დილით სამსახურში მივიდა და კაბინეტშია. როდის დატოვებს იგი რეგიონს ჯერ არ იციან.

ისევ, შიდა ქართლში რჩება სამცხე–ჯავახეთის ახალადდანიშნული გუბერნატორი კახა სამხარაძეც.

„ჯერ აქ არის, ახლა შეხვედრაზეა, დღესვე წამოვა თუ არა სამცხე–ჯავახეთში არ ვიცით“,–გვითხრეს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის შიდა ქართლი გუბერნატორად დანიშვნისა და შიდა ქართლის გუბერნატორის კახა სამხარაძის სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ ბრძანებები უკვე დაწერილია.

როდის შეუდგებიან ახალი გუბერნატორები სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას ეს, ჯერ უცნობია.


"სამხრეთის კარიბჭე"