გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი ზარქუა: ის, რომ პენსიონერებს სესხზე მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია, პირველი დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა

22-06-2021

„ის, რომ პენსიონერებს მაღალი პროცენტი აქვთ ეს არახალია. პირველი დღიდან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მოვიწვიეთ შესაბამისი ინსტანციები - ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, ლიბერთი ბანკის წარმომადგენლობა. გარკვეული ძვრები გვაქვს. ამ კვირაში ველოდებით, რომ მოვიდეს ლიბერთი ბანკი და გვითხრას, თუ რა შეუძლია მოქმედ ხელშეკრულებაში გააკეთოს," - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პენსიონერთა საპროცენტო განაკვეთის შემცირების საკითხზე მუშაობა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარეობს.