გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პარლამენტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე მსჯელობს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად

23-06-2021

პარლამენტი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ცვლილებით რეგულირდება ნაფიცი მსაჯულის და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ შესაბამისი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.


მომხსენებლის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტით ზუსტად განისაზღვრება, თუ რა შემთხვევაში შეეძლება პირს ნაფიც მსაჯულობაზე უარის თქმა.


„ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ ეს არის ვალდებულება და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს არ შეიძლება მყიფე არგუმენტებით ჰქონდეს უფლება, უარი თქვას მსაჯულობაზე, მაგრამ ობიექტური გარემოებების არსებობისას, მას უნდა ჰქონდეს უარის თქმის უფლება"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ობიექტური გარემოებები დეტალურადაა გაწერილი კანონპროექტში.