გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: როგორც კი პრემიერმა დაანონსა ჯარიმების ამნისტიის ინიციატივა, ,,ნაცმოძრაობამ’’ მყისვე დაიწყო ხალხის მოტყუება, ჩვენი ინიციატივაა და ჩვენ გვითხარით მადლობაო

24-06-2021

საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივის საპასუხოდ ამბობს, რომ პანდემიის წესის დარღვევით დაჯარიმებული მოქალაქეების პასუხისმგებლობიდან განთავისუფლება მათი ინიციატივაა.

,,უტიფრობაა, მაგრამ ვეღარ გაბრაზდები, უნდა დასცინო და გაიარო. პრემიერმა როგორც კი დაანონსა ჯარიმების ამნისტიის ინიციატივა, ნაცმოძრაობამ მყისვე დაიწყო ხალხის მოტყუება, ეს ჩვენი ინიციატივაა და ჩვენ გვითხარით მადლობაო. არასოდეს ეს პარტია სახეს და ფერს არ იცვლის, მუდმივად დარჩება მატყუარა და მიმტაცებელი ხალხის პარტიად!’’ წერს facebook გვერდზე თამთა მეგრელიშვილი.