გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში შემავალი არასამთავრობოების როგორც ფინანსური, ასევე შინაარსობრივი საქმიანობა საჯაროდ გახდება

24-06-2021

ცესკოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკონკურსო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების როგორც ფინანსური, ასევე შინაარსობრივი საქმიანობა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს - აღნიშნული ცვლილება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში შედის, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილება.

როგორც მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება შესაბამის მუხლში პროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე შედის.