გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ავღანეთიდან საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი დაბრუნდა

25-06-2021

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში ქართველი მშვიდობისმყოფელების მორიგი ასეული დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" წარმატებით დასრულება და მშვიდობით დაბრუნება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.

უახლოეს დღეებში საქართველოში ავღანეთში დისლოცირებული ბოლო ქვედანაყოფის ბოლო ასეულის პირადი შემადგენლობა და უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც დაბრუნდება, რითაც ქართული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცესი დასრულდება. ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან“ უკვე დაბრუნდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი და ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები.