გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: ინოვაციების, ციფრული ეკონომიკის და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით 21 მლნ ლარია ჩადებული წლევანდელ ბიუჯეტში და გაისად კიდევ უფრო მეტი დაფინანსება გამოიყოფა

26-06-2021

რაც შეეხება ინოვაციებს, ციფრული ეკონომიკის და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას მარიამ ლაშხის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, რეფორმის მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია.

„ეკონომიკის სამინისტრო არის ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ჩართული, მსოფლიო ბანკი იყო და არის რეფორმის მხარდამჭერი, 21 მლნ ლარია ჩადებული წლევანდელ ბიუჯეტში და გაისად ამ მიმართულებით გაგრძელდება კიდევ უფრო მეტი დაფინანსების გამოყოფა,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.