გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტურად გაუაზრებელი შემოვლითი რკინიგზის პროექტი სახელმწიფოს 370 მილიონი დოლარი დაუჯდა

26-06-2021

აბსოლუტურად გაუაზრებელი შემოვლითი რკინიგზის პროექტი სახელმწიფოს 370 მილიონი დოლარი დაუჯდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღნიშნული პროექტი წინა ხელისუფლების დროს დაფინანსდა და ამისთვის იქნა აღებული 500 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი.

„ვინაიდან ახსნა მიწევს, ამიტომ, უნდა ვახსენო, რომ წინა ხელისუფლების დროს იქნა აღებული 500 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი, ევრობონდები იქნა გამოცემული, ძალიან მაღალ პროცენტად სხვათა შორის და მაშინ დაფინანსდა არარენტაბელური, ეკონომიკურად გაუმართლებელი, აბსოლუტურად გაუაზრებელი შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რაშიც 260 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ჯამში ეს არაფრისმომცემი პროექტი სახელმწიფოს 370 მილიონი დოლარი დაუჯდა და როცა აუდიტმა ამ ყველაფრის შეფასება გააკეთა, ამ ეკონომიკურად გაუმართლებელი პროექტის გამო დაფიქსირდა ის, რაც დაფიქსირდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.