გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თეა წულუკიანი: პრემიერმა წარადგინა თავისი ანგარიში, ასევე ხედვა, რომელიც არ არის ერთი ადამიანის ხედვა, ეს გახლავთ გუნდური სამუშაოს შედეგი

26-06-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა თავისი ანგარიში, ასევე ხედვა, რომელიც არ არის ერთი ადამიანის ხედვა, ეს გახლავთ გუნდური სამუშაოს შედეგი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავწიეთ, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პრემიერს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წარმდგარიყო საკანონმდებლო ორგანოს წინაშე და მოეხსენებინა სხვადასხვა მიმართულებით იმ გეგმების შესახებ, რომელსაც მთავრობა თავის თავს უდგენს.

„დღეს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წარმდგარიყო საკანონმდებლო ორგანოს წინაშე და მოეხსენებინა სხვადასხვა მიმართულებით იმ გეგმების შესახებ, რომელსაც ჩვენი მთავრობა თავის თავს უდგენს იმისთვის, რომ ქვეყანა ეტაპობრივად და სასურველია, უფრო სწრაფად გათავისუფლდეს ეკონომიკური პრობლემებისგან, ზიანი შეამციროს, რაც არის ძალიან დიდი, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, პანდემიით გამოწვეული და ასევე უპასუხოს იმ ძალიან დიდ გამოწვევას, რომელიც არის ოკუპაცია და ოკუპაციის ფარგლებში არაერთი პიროვნული, თუ სახელმწიფოებრივი ტრაგედიები, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა რამდენიმე ათეული წლის წინ, გაღრმავდა წინა ხელისუფლების დროს და ამის შედეგებს ვიმკით დღესაც", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.