გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს პოტენციალი, რომ რეალურად შევქმნათ წარმატების მაგალითები

26-06-2021

ჩვენ გვაქვს რეალური პოტენციალი, რომ რეალურად შევქმნათ წარმატების მაგალითები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას, კითხვების დაზუსტებებზე პასუხისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ქაოსი უნდა დასრულდეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ, აქ მელაპარაკებიან ესენი ქვეყნის გაერთიანებაზე, მათ დაანგრიეს რეალურად და მათ მოიტანეს რეალურად ოკუპაცია, მათ დააკანონეს. გავიმეორებ, რუსის ჯარი თქვენ შემოიყვანეთ ისევ და დააბრუნეთ ქვეყანაში. მე შეგახსენებთ იანვრის თვეს, იმ ფონზე, როცა ყოველ დღე პერმანენტულ რეჟიმში იყო საუბარი, რომ გაზაფხულზე უნდა მოეხდინათ ამათ ვითომ რევოლუცია, სად ამოყვეს შემდეგ თავი ნახეთ ხომ? ამ იდეების ინიციატორებმა. ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ან განვითარება მომხდარიყო, ან ლარის კურსის დასტაბილურება, ან ზოგადად ეკონომიკის გახსნა? ჩვენ თუ არ ჩამოვყალიბდით, რომ ეს ქაოსი უნდა დავასრულოთ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, ისე არაფერი გვეშველება,"- აღნიშნა პრემიერმა.