გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ძლიერმა ქარმა ჩოხატაურში კულტურის სახლს სახურავი გადახადა

3-04-2018

გურიას რამდენიმე საათია სტიქია უტევს.

მხარის სამივე მუნიციპალიტეტში მოთხრილია ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენის მილები, საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა დაწესებულებების სახურავები. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში ძლიერმა ქარმა კულტურის სახლს სახურავი გადახადა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით სოფელ კოხნარში ძლიერმა ქარმა ორ ოჯახს სახურავი მთლიანად გადახდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ზომლეთსა და ხიდისთავს.

"გურიის მოამბე"