გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

26-06-2021

სოფელ ნაინდროვალისა და კართუბანის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.
საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს რწყვის სეზონის პარალელურად აქტიურად განაგრძობს.
წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოები ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.


სოფელ ნაინდროვალის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და დანალექი გრუნტისგან ნინიგორის ორმაგი დანიშნულების არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.
ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოებით არხში წყლის გამტარუნარიანობა აღდგა. შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება 100 ჰექტარამდე სავარგულზე გაუმჯობესდა.