გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ექსკლუზივი: ანტიკორუფციულმა სამსახურმა ურეკის მიწების გასხვისების საქმის შესწავლა დაიწყო

3-04-2018

ოზურგეთის გამგეობის მიერ ზღვისპირეთში მიწების გასხვისების საქმის შესწავლა ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაიწყო.

როგორც "გურიის მოამბეს" კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა, აღნიშნულმა უწყებამ, ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურიდან ყველა საჭირო დოკუმენტაცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უკვე გაითხოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული სამსახური  ოზურგეთის ყოფილი გამგეობისა და ქალაქ ოზურგეთის ყოფილი მერიის ყველა გასხვისებულ მიწებზე იწყებს გამოძიებას.

სავარაუდოდ, ეს შეიძლება ოზურგეთის მერიაში აუდიტის სამსახურის ყოფნასაc უკავშირდებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახურს ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია და დასკვნაც თავისთავად გამოქვეყნებული არ არის, როგორც ჩვენი წყაროები გვეუბნებიან, სამუშაოების დაწყების პირველ ეტაპზეც უამრავი დარღვევა იქნა აღმოჩენილი.

 

"გურიის მოამბე"