გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი: ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან

29-06-2021

„ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ავიაკომპანია „ვიზეართან". ჩვენ ხელს შევუწყობთ ავიაკომპანიას, რათა გააძლიეროს წარმომადგენლობა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში და გვქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც ტურისტები უფრო კომფორტულად შეძლებენ, იმოგზაურონ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ვიზეარის" კომერციულ დირექტორთან ჯორჯ მიხალოპულოსთან და ამავე კომპანიის აეროპორტების განვითარების მენეჯერთან ვიქტორია სულესთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა უნგრულ ავიაკომპანიასთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე. „ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, მოკლე ვადებში დავაბრუნოთ „ვიზეარის" ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც გამოიწვევს იმერეთის მხარის ტურისტული მიმართულების გაძლიერებას, ასევე ხელს შეუწყობს ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის სწრაფად აღდგენას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.