გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თემაზე - „მიწის ბანკინგის (Land Banking) როლი მიწების კონსოლიდაციის მხარდაჭერის საკითხში“, FAO-ს ონლაინ სემინარი გაიმართა

29-06-2021

FAO-ს სემინარების კვირეულის ფარგლებში, ონლაინ სემინარში „მიწის ბანკინგის (Land Banking) როლი მიწების კონსოლიდაციის მხარდაჭერის საკითხში“ მონაწილეობა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ მიიღო.

მიწის ბანკინგი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა-გაყიდვისა და იჯარით გაცემის ოპერაციებს ეფუძნება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორც მიწის კონსოლიდაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ბანკინგი ხელს უწყობს მიწის რესურსების მართვის საკითხებში არაერთი პრობლემის გადაჭრას. FAO-ს სემინარზე, მონაწილეებმა ევროპის ქვეყნებში მიწის ბანკინგის საუკეთესო მაგალითები განიხილეს და საქართველოში მსგავსი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიწის ბანკინგის ეფექტიანობა დამოკიდებულია მის მიზნობრივ გამოყენებაზე; ის უნდა პასუხობდეს მიწის მართვის პოლიტიკას და ემსახურებოდეს ისეთ მიზნებს, როგორებიცაა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზრის ჩამოყალიბება და განვითარება, გარემოსა და წყლის რესურსების დაცვა და სხვა.

სემინარის ბოლოს, პანელური დისკუსია გაიმართა მიწის ბანკინგის ინსტრუმენტების გამოყენების, მიწის ბაზრის განვითარებისა და მიწების კონსოლიდაციის პროგრამების საკითხებზე. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს FAO-ს წარმომადგენლებმა და დარგის საერთაშორისო სპეციალისტებმა სხვადასხვა ქვეყნიდან.