გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ორ თვეშიმოცვის ექსპორტის ღირებულებამ 2,429 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

29-06-2021

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით საქართველოდან  376 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,429 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 14 ტონით (4%), ხოლო ღირებულება 307 ათასი აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.

ამავე პერიოდში, მოცვის საექსპორტო ფასი 10%-ით გაიზარდა და 6.5 $/კგ შეადგინა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (363 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (8.3 ტონა), სომხეთში (2.0 ტონა), ყატარში (1.5 ტონა) და მოლდოვაში (0.9 ტონა)