გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თეა წულუკიანმა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

30-06-2021

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ლუიზ მუშიკივაბოს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფრანგულ ენასა და კულტურასთან საქართველოს მჭიდრო კავშირს, რასაც დიდი ისტორია აქვს. მინისტრმა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შესთავაზა, რომ ორგანიზაცია გააქტიურდეს იმ ქართველი ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რომლებსაც უყვართ ფრანგული ენა და კულტურა და არა მხოლოდ ფრანკოფონები, არამედ ფრანკოფილებიც არიან.

შედგა შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით გენერალური მდივანი საქართველოში გამოგზავნის ექსპერტს, რომელიც სამინისტროსთან ერთად შეისწავლის საქართველოში ფრანგული ენის მდგომარეობას. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსისა, ჩვენი ქვეყანა შეძლებს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას იმისათვის, რომ მომავალ თაობებს ხელი მიუწვდებოდეთ ფრანგულ ენაზე, რომელიც საქართველოში სწორედ კულტურასა და შემოქმედებასთან ასოცირდება.