გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ზუგდიდის მერი ათი დღეა მოადგილეებისა და სამსახურების უფროსების გარეშე მუშაობს

22-11-2017

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია უფლებამოსილების შესრულებას გასული კვირის დასაწყისში შეუდგა. მას საკუთარი გუნდი 20 ნოემბერს უნდა წარედგინა, თუმცა გოგიას მოადგილეები და სტრუქტრული ერთეულის წარმომადგენლები ჯერ არ დაუსახელებია. მერიის სამსახურების დაკომპლექტების გაჭიანურების მიზეზად მაშინ ლაშა გოგიამ კანდიდატურების ადგილზე არყოფნა და პროცედურული საკითხები დაასახელა.

მერიის პრესსამსახურში წარდგენის რამდენჯერმე გადადების მიზეზებზე არ საუბრობენ.

ჯერჯერობით ზუსტად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მერიის ადმინისტრაციის უფროსად თენგიზ შანავა დაინიშნა. მისი ინფორმაციით, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელების ნაწილი ჯერ არ დანიშნულა.


წყარო: რადიო "ათინათი"