გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს; იმედს გამოვთქვამ, თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას

1-07-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს. მთავრობის მეთაური ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. იმედს გამოვთქვამ, თითოეული თქვენგანი საუკეთესოდ გაართმევს თავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის ამოცანას და საფუძველს ჩაუყრის საკუთარ პროფესიულ წარმატებას",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.