გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ვაზიანი-21“ საბრძოლო სროლებით დასრულდა

1-07-2021

ვაზიანის პოლიგონზე ასეულის დონის სამეთაურო-საშტაბო სიტუაციური სწავლება "ვაზიანი-21“ დასრულდა. სამხედრო წვრთნები 72 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მე-4 მექანიზებული ბრიგადის ყველა ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობა. სწავლების დასკვნით ეტაპზე მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, სადაც ოპერატიული ბრძანების გაცემის, ქვედანაყოფების სასწავლო თავმოყრის რაიონში გადაყვანის, შეტევითი, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და უკან გამოსვლის ამოცანები შეასრულეს.

სწავლებაში ჯავშანსატანკო, საინჟინრო, ტანკსაწინააღმდეგო, საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო კომპონენტები იყო მოზიდული.

„ვაზიანი-21“ სწავლების მიზანი მე-4 მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფებს შორის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, ურთიერთქმედების დახვეწა და კოორდინირებული მოქმედებები იყო.