გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიტრატების შემცველობაზე 16 დარღვევა გამოვლინდა

2-07-2021

სურსათის ეროვნული სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობას იკვლევს.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქტის 100 ნიმუში აიღეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა 16 დარღვევა, ძირითადად ჭარხლის ნიმუშებში, რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - რეალიზაციის აკრძალვა, სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა და გამოთხოვა.
დარღვევები არ აღინიშნა უკვე გამოკვლეულ ბაღჩეულ კულტურებში - საზამთროსა და ნესვში.

სააგენტო აგრძელებს სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების კვლევას.

როგორც სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე განმარტავს, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სააგენტო სეზონურად ამოწმებს ნიტრატების შემცველობას სხვადასხვა ბოსტნეულში. გააქტიურებული კონტროლის, აგრეთვე ფერმერებისა და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, დარღვევები შემცირებულია, თუმცა აღინიშნება ცალკეული შეუსაბამობები და სააგენტო, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.