გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

რა მდგომარეობაშია დაჭრილი სპეცრაზმელი?!

22-11-2017

სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ინგოროყვას კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, სარქველის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.

 

კონსტანტინე მუმლაძის განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დაჭრილი სპეცრაზმელის ვინაობა უცნობია.

 

„პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ქალა სარქველის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით და დაზიანებით, სისხლდენით პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში გადაუდებლად, უტარდება ოპერაცია, მდგომარეობა რჩება კრიტიკული,“ - განაცხადა მკურნალმა ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ.


წყარო: რადიო "თრიალეთი"