გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა: ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას და იმპორტის ჩამნაცვლებელი ადგილობრივი წარმოებების წახალისებას სპეციალური პროგრამებით

4-07-2021

„ინფლაცია, ფასების ზრდა რჩება სერიოზულ გამოწვევად. ინფლაცია, ძირითადად, იმპორტული პროდუქციის გამო ფიქსირდება. ამას აქვს მიზეზები. პირველი და მთავარი ისაა, რომ წლის დასაწყისში ლარი გაუფასურდა. ამ მხრივ, პრობლემა მეტნაკლებად აღმოფხვრილია, ლარის კურსი სტაბილურდება და მყარდება და ეს ნიშნავს, ასეთ იმპორტულ საქონელზე ამ მიზეზის გამო გამოწვეული ფასის ზრდა შემცირდება. მეორე მიზეზია მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობპროდუქტები," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას და იმპორტის ჩამნაცვლებელი ადგილობრივი წარმოებების წახალისებას სპეციალური პროგრამებით - ეს იქნება სუბსიდია და გრანტები. ყველგან, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ თვითონ ვაწარმოოთ და იმპორტული საქონელი შევამციროთ ბაზარზე, სწორედ ასე მოხდება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.