გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ენგურის გადასასვლელი სრულად გაიხსნა

6-07-2021

ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა, რაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას მისცემს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ან ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესაძლებლობას.

უკვე წელიწადზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმმა, თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონო შემზღუდვები დააწესა, რომელთა ეტაპობრივი მოხსნა 2021 წლის 11 თებერვალიდან მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაწეული ძალისხმევის შედეგად. როგორც ცნობილია, აღნიშნული პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა გადაადგილების უფლებას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ხანდაზმულები, პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები), დღეს კი თავისუფალი მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი ნებისმიერი პირისთვის.