გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შიდა ქართლის მოსახლეობას კარბის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება

6-07-2021

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გორის მუნიციპალიტეტში კარბის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა. აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია.

პროექტის ფარგლებში 10 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა. არხები გაიწმინდა ნატანი მასისგან და რკინაბეტონის ღარებით მოპირკეთდა; მოეწყო ტიპიური ნაგებობები, წყალაღებისა და წყალგანაწილების კვანძები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ კარბისა და მერეთის ნაწილის 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.
პროექტის ღირებულებაა 468 700 ლარი.

საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეცნენ.