გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის მერმა სოფელ გრაკალში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა

6-07-2021

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ სოფელ გრაკალში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

შენობა დასრულებულია და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ეზოში მოეწყო ბავშვების გასართობი საშუალებები, დაირგვება ნარგავები.

გრაკალში მცხოვრებ პატარებს ახალი სასწავლო წლისათვის ლამაზი და კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი ელოდებათ.

აღნიშნული ბაღით მეზობელ, სოფელ თელიანში კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვებიც ისარგებლებენ.

ვახტანგ მაისურაძე - სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარების ხელშესაწყობად კი მერია მაქსიმალურად იხარჯება.