| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
6-07-2021
მიმდინარე წლის 8 ივლისიდან პარლამენტის კომიტეტები 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ, ხოლო 23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ცვლილება ითვალისწინებს ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 3, 4%-ით ზრდას.
„დეფიციტი შემცირდება 7, 6%-დან 6, 9%-მდე. იმედი მაქვს, რომ რეალური დეფიციტი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ვალი მცირდება 54, 6%-მდე ანუ 5, 4% -ით. ასიგნებები იზრდება 1 114 000 ლარით",- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე.