გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით ნაშრომი - ,,არქეოლოგიური გათხრები პეტრა-ციხისძირში" გამოიცა

7-07-2021

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით გამოიცა ნაშრომი: ,,არქეოლოგიური გათხრები პეტრა-ციხისძირში".

ავტორი - დავით მინდორაშვილი;
რედაქტორი: ისტორიის დოქტორი, პროფესორი გიორგი თავამაიშვილი.

ნაშრომი ეძღვნება ციხის ტერიტორიაზე 2016-2017 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ადრეული შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი მასალების პუბლიკაციას. ციხის ტერიტორიაზე ბოლო წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა საინტერესო მასალა, რომელმაც სრულიად ახლებურად გააშუქა პეტრა–ციხისძირის და ზოგადად ეგრისის სამეფოს ისტორიის რიგი საკითხები.

წიგნი განკუთვნილია არქეოლოგების, ისტორიკოსებისა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის წარსულით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.