გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შალვა პაპუაშვილი და თამარ ტალიაშვილი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას აკვირდებიან

8-07-2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავმჯდომარის

მოადგილე თამარ ტალიაშვილი 207-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე ეროვნული გამოცდების პროცესს ესწრებიან, სადაც აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას აბარებენ.



მეორე წელია განათლების სამინისტრო ეროვნულ გამოცდებას კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ატარებს.



„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პანდემიის პროცესში სრულად იყოს დაცული აბიტურიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება და, ამავდროულად, უზრუნველყოფილი იყოს იმგვარი კომფორტი, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ ახალგაზრდებს, კონცენტრირდნენ საგამოცდო საკითხებზე",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. დეპუტატებმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვეს.