| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
12-07-2021
„გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ეს არის სტაბილური განვითარება იმისათვის, რომ ამოცანები, მიზნები, რომელიც ამ საზოგადოებას, ქვეყანას ზოგადად გააჩნია - შევქმნათ უკეთესი მომავალი, ხელი უნდა შევუწყოთ სტაბილურობით და ეს სტაბილურობა გადის ბევრი ჯგუფის პასუხისმგებლობაზე"- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან 5 ივლისის მოვლენების განვითარებამდე, მიმართული იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ. მე იმ დღესაც გავაკეთე კომენტარი, მთავრობის სხდომას ვესწრებოდი და უშუალოდ ვარ მონაწილე; თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა უპრეცედენტო ძალადობის ფაქტები, რომელიც იყო პროვოცირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალების მხრიდან და ამაზე სრული პასუხისმგებლობით ვსაუბრობ“ - განაცხადა დავითაშვილმა.