გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რატი ბრეგაძე: ყველა მოძალადე დაისჯება!

12-07-2021

"ხელისუფლებაში არის შეუვალი პოზიცია, რომ მოძალადე, რომელმაც ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე, აუცილებლად დაისჯება" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, დაკავებული იქნება აბსოლუტურად ყველა მოძალადე და დადგინდება მათი პერსონალური ბრალი, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციას.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს თითოეული დამნაშავის პასუხისმგებლობას და მოძალადე, რომელმაც იძალადა მათ შორის თქვენზე, ჟურნალისტებზე, აუცილებლად დაისჯება" - განუცხადა ჟურნალისტებს რატი ბრეგაძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.