გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპის მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

15-07-2021

კასპის პროფესიული კოლეჯის ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

პროფესიულმა კოლეჯმა საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია უკვე გამოაცხადა, რომელიც 12 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

მერის წარმომაგენლებმა კოლეჯის 8 პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს: ელექტროობა, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი, ვიზაჟის მომსახურება, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, იატაკისა და ფილის სამუშაოები, სამღებრო სამუშაოების შესრულება, სამკერვალო წარმოება და შედუღება.

კოლეჯის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ახალგაზრდების პროფესიებით დაინტერესების მიზნით, მერის წარმომადგენლებს საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცათ.