გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა აქციას მართავს

5-04-2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები ერთი წლის წინ გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, 13 ჰექტრამდე ტერიტორია სახელმწიფომ ინვესტორზე ისე გაასხვისა, რომ მოსახლეობამ არაფერი იცოდა. 

აქციის მონაწილეები თანხის გადახდის სანაცვლოდ, მფლობელს ტერიტორიის სოფლისთვის გადაცემას სთავაზობენ.

„სხვა საძოვარი სოფელს არ გააჩნია. როგორც გავიგეთ, ამ ტერიტორიაზე სასტუმროების აშენენებას გეგმავენ და ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. მოვითხოვთ, შეჩერდეს სამუშაოები“, - განაცხადა აქციის მონაწილემ ვახტანგ დათულიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"