გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახეთში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

5-04-2018

კახეთის რეგიონში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 750 ჰექტარი მიწის ფართობი.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება დილიჩას ტერირორიაზე, სადაც შპს „მექანიზატორის“ 2 ერთეული ტრაქტორით 62 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.

საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 90 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.

შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.