გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შავ სიაში დარეგისტრირებული კომპანია და უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები

22-11-2017

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს ოცამდე მაცხოვრებელი კუთვნილი თანხის მიღებას ოთხი თვეა უშედეგოდ ითხოვს. 

,,წყალ გათბობის სამონტაჟო ფირმის საქართველოს ფილიალი", რომელმაც შპს ,,საქართველოს მელიორაციის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პროექტის ფარგლებში დასაქმებული ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. 

ანზორ გიორგაძე ერთ-ერთია საროს მაცხოვრებელთა შორის, რომელიც დაპირებულ ხელფასს მეოთხე თვეა ელოდება. თანამშრომელთა მსგავსად, მასაც მხოლოდ კომპანიის ფინანსური მენეჯერის ნომერი აქვს, რომელსაც კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვს – შპს საქართველოს მელიორაციიდან თანხის დარიცხვას ისიც ყოველდღე ელოდება. 

შპს საქართველოს მელიორაციის მიერ 2016 წელს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, გამარჯვება ,,წყალ გათბობის სამონტაჟო ფირმის საქართველოს ფილიალმა" მოიპოვა, რომელსაც 1 079 000 ლარად სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხისა და პირველი და მეორე აწევის სატუმბი სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ პროექტით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობა შესრულებულია, თუმცა სამუშაოები ბოლომდე ჯერ არ დასრულებულა. 


 


საქართველოს მელიორაციამ ,,წყალ გათბობის სამონტაჟო ფირმის საქართველოს ფილიალს" ხელშეკრულება გასული წლის 24 აგვისტოს გაუფორმა და პირველადი კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოები 2017 წლის 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, 31 ივლისს ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, სადაც შემსყიდველმა სამუშაოების დასასრულებლად ვადის გაგრძელება 30 სექტემბრამდე მოითხოვა. ვადის გაგრძელების მიუხედავად, ნიჯგორის, საროსა და ხიზაბავრისთვის წყალსაქაჩი სისტემის ამოქმედება მაინც ვერ მოხერხდა. აზერბაიჯანული კომპანიის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე დაკავშირება ვერც მეცხრე არხმა შეძლო. დაპირების მიუხედავად, ხელფასები ვერ მიიღეს ვერც დასაქმებულმა მუშებმა.

სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას შპს "საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს. აღნიშნული კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის #216 –ე განკარგულებით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია "წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში" ასრულებს. მუშები, რომლებიც სოფელ საროში წყალსაქაჩის სისტემის რეაბილიტაციის პროექტში 2016 წლის ნოემბრიდან დასაქმდნენ, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ისევ ითხოვენ. ამბობენ, რომ ძირითადი საქმიანობის დასრულების შემდეგ, მათ ხელმძღვანელობიდან აღარავინ შეხვედრია.  შპს ,,საქართველოს მელიორაციის" #3015–ის განკარგულებით, აღნიშნული კომპანია შავ სიაში დარეგისტრირდა.





წყარო: "ინფო 9"