| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
22-07-2021
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2020-2030 წლებისთვის უწყების სამოქმედო გეგმის წარდგენისას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, როგორიცაა ავიაციის მიმართულების განვითარება.
„ავიაციის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები დავსახეთ. საავიაციო პარკის სრულად აღდგენის პროცესის ფარგლებში, მხოლოდ წელს გარემონტდება 4 მოიერიშე და 7 ვერტმფრენი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საფრენი აპარატების აღდგენა ხდება ჩვენი საკუთარი რესურსით, რასაც პრემიერის მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი და რამოდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი განცხადებით, აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად, ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირადი შემადგენლობის მომზადების პროცესში ხაზგასმით აღნიშნა, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წვლილი.