| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
23-07-2021
საქართველოს მელიორაციამ კახეთში, ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე ახალი წყალგამანაწილებლის სამშენებლო პროექტი დაასრულა.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 10 კმ-ზე მეტი სიგრძის დახურული ქსელი და სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები - (წყალმიმღები კვანძი, ჰიდრანტები, დამცლელი კვანძი, გამანაწილებელი და შემტბორავი ჭები).
ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის, ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის 500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად ირწყვება.
პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარამდეა.
ახლადმოწყობილი სარწყავი სისტემა საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდა.