გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი ღარიბაშვილი "ფორმულას" ჟურნალისტს: თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, წინა ხაზზე...

23-07-2021

ყველა მოძალადე დასჯილია, ყველა მოძალადე დაჭერილია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ძალადობის ფაქტები აღკვეთა და მოძალადეები დააკავა.

„თქვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფო იყო მოძალადე. თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას". თქვენ ყველანი, სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. ეს არის მთავარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტს: „თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა და აგრესია. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, წინა ხაზზე, მინდა, პარლამენტში გიხილოთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი".