გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დღის წესრიგი ქაოსი და დესტაბილიზაციაა, რასაც ვერ ეღირსებით

23-07-2021

ჩვენს კანდიდატს თბილისში, არც ერთ ქალაქში, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, როგორც დედაქალაქში, ისე ყველა ქალაქში, დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„ნაციონალურ მოძრობას", კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", ვინაიდან სხვა პარტიები, როგორც ვუყურებთ, აღარ ჩანს, არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნიათ, გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც თქვენ ვერ ეღირსებით, ეს ერთი მინდა იცოდეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.